გორის საკრებულოს თავმჯდომარემ სარვამარტო მილოცვა ინტერნეტიდან დააკოპირა

მარტი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ სარვამარტო მილოცვა ინტერნეტიდან დააკოპირა.

"8 მარტს გილოცავთ ძვირფასო ქალბატონებო! თქვენი ცხოვრების ყოველი დღე 8 მარტი ყოფილიყოს, ულამაზესი და უმშვენიერესი.სილაღე და სიხალისე არ მოგკლებოდეთ, ღიმილი გიმშვენებდეთ სახეს.გაიხარეთ და გაახარეთ თქვენი გარშემომყოფებიც. ბედნიერი დედობა, დღეგრძელობა და მზეგრძელობა გაჩუქოთ უფალმა", - ასე იწყება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა, რომელიც დავით რაზმაძემ წუხელ, 00:00 საათის შემდეგ, 8 მარტის დაწყებისთანავე საკუთარ ფბ გვერდზე გამოაქვეყნა.

დილიდან კი ფეისბუქის მომხმარებელს თვალში მსგავსი შინაარსის სარვამარტო მილოცვები, სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიების, სილამაზის ცენტრების თუ სხვა დაწესებულებების ფეისბუქის გვერდებზეც ხვდება.

რომელი გვერდიდან დააკოპირა საკრებულოს თავმჯდომარემ ქალთა დღის მილოცვა უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ სარვამარტო მილოცვა, რომელიც დავით რაზმაძემ გამოაქვეყნა, ორიგინალი არაა და მისი ავტორი თავად არ არის. მსგავსი შინაარსის ტექსტის საძიებო სისტემაში მოძებნა კი ფაქტს უფრო ცხადყოფს.

Read 907 times Last modified on Last modified on მარტი 08 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი