ქურთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა 100 წლის დევნილს 8 მარტი მიულოცეს

მარტი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

100 წლის ვარა კასრაძისთვის დღეს განსაკუთრებული დღეა. 8 მარტი, ოჯახის წევრების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ქურთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ქალთა საერთაშორისო დღეს უხუცეს დევნილს ტკბილეული და ყვავილები მიუტანეს. სტუმრებთან მოხუცმა გაიხსენა, როგორ ატარებდნენ ქალები 8 მარტს ლიახვის ხეობაში. როგორც გაირკვა, წლების წინანდელი სადღესასწაულო განწყობა და სარვამარტო შეხვედრები ლიახვის ხეობელი დევნილი უხუცესი ქალისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.

 

"ძალიან კმაყოფილი დარჩა დღევანდელი დღით, რაც ჩვენთვის ნამდვილად სასიხარულოა. ამ იდეის მიზანის სწორედ ეს იყო რომ გაგველამაზებინა მისთვის ეს დღე. ის არის ყველაზე უფროსი ქალი ლიახვის ხეობიდან დევნილებს შორის და ჩვენ, ქურთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა 8 მარტის მილოცვა რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტეთ, როცა გავიგეთ, რომ ის სულ ახლახანს 100 წლის გახდა", - აღნიშნა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ნუგზარ კახსნიაშვილმა.

 

 
Read 327 times Last modified on Last modified on მარტი 08 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი