გორელ ფერმერებს მალე საკუთარი პროდუქციის გაყიდვა ინტერნეტით შეეძლებათ

მარტი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გორის მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტო ფერმერებისთვის საიტს შექმნის. 

პროექტის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება. 

“ეს საიტი განკუთვნილი იქნება გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გლეხებისთვისა და ფერმერებისთვის, რათა შეძლონ საკუთარი პროდუციის გასაღება. საიტი იქნება სამენოვანი - ქართული, რუსული და ინგლისური. ვფქრობთ, რომ არამარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ მეზობელი ქვეყნების დაინტერესებასაც შევძლებთ. საიტის სახელწოდებაზე ამჟამადაც ვმუშაობთ და ვცდილობთ ისეთი შევარჩეიოთ, რომ ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. ინფორმაციას პროექტის შესახებ ეტაპობრივად მივაწოდებთ სხვადასხვა სეგმენტს, იქნება ეს ბინზნესმენები თუ ფერმერები და მათთგან მოვისმენთ რეკომენდაციებს. ამის შემდეგ უკვე მოხდება საიტის გაშვება“, - ამბობს მარტა ბიბილაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი. 

საიტის შექმნის იდეა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკუთვნის, თუმცა საიტს ადმინისტრირებას სრულად გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული სააგენტო გაუწევს.

Read 453 times Last modified on Last modified on მარტი 11 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი