Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 11 მარტი 2019 15:33

ჩვენ ისედაც ბეთლემს ვეძახდით - ახალხიზაში სოფლისთვის ძველი სახელის დაბრუნებას ელიან

Rate this item
(0 votes)

სოფელ ახალხიზას ბეთლემი დაერქმევა, - შესაბამისი გადაწყვეტილება გორის საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ადგილობრივების თქმით, სოფლისთვის ძველი სახელწოდების დაბრუნებას მიესალმებიან.

„ყოველთვის ვიცოდით, რომ ჩვენს სოფელს ბეთლემი ერქვა. გადმოცემის თანახმად, სახელის ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც სოფელში ახალი მოსახლეები ჩამოვიდნენ. დღემდე რუკაზეც ბეთლემი წერია“, - გვითხრა ადგილობრივმა მოსახლემ.

არსებული ინფორმაციით, "ბეთლემი" ამ სოფელს ადრე ერქვა, თუმცა საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ამ სახელის ხსენება აიკრძალა და სოფელს ახალხიზა ეწოდა.

Read 810 times