გორის საკრებულოს ნებართვით, მერია ნაკადის კიდევ ერთ მომწესრიგებელს აიყვანს

მარტი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიის მოთხოვნა, ვიზიტორთა ნაკადის მომწესრიგებლის პოზიციაზე კიდევ ერთი ადამიანის დამატების შესახებ, საკრებულოს უმრავლესობამ დააკმაყოფილა.

ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ გამონაკლისის დაუშვა და მერიას დამატებითი კადრის დასაქმების უფლება მისცა.

"ჩვენ მოგვმართა გორის მერიამ ნაკადის მომწესრიგებლის პოზიციაზე კადრის დამატების ნებართვისთვის გამონაკლისი დაგვეშვა. ეს თხოვნა გაითვალისწინა საკრებულომ, რომ ნამდვილად საჭიროა მერიაში ვიზიტორების მომწესრიგებელი მუშაობდეს. მითუმეტეს ,რომ მერია მზადაა ამ პოზიციაზე შშმ პირიც დაასაქმოს. ამიტომ ჩვეენ გავეცით ამაზე ნებართვა", - განმარტა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარლენ ნადირაძემ.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%-ს. ეს ლიმიტი კი გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში უკვე ამოწურულია.

Read 327 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი