გიორგი კანდელაკმა ახალი ორგანიზაცია “გორელების გაერთიანება” შექმნა

მარტი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმა, ახალი ორგანიზაცია დააფუძნა, სახელწოდებით “გორელების გაერთიანება“. ორგანიზაციის დირექტორი გიორგი კანდელაკია, დამფუძნებელთა შორის კიდევ ოთხი პირია.

აქედან ერთი ახალდაბელია, დანარჩენი სამი ვარიანშია რეგისტრირებული.

ა(ა)იპ გორელების გაერთიანების საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

  • რეგიონში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება,
  • კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება,
  • არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობა,
  • სხვადასხვა მიზნებისთვის გრანტების მიღება და გაცემა,
  • გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განვითარება, მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირება,
  • კულტურული ძეგლების დაცვა /აღდგენა.

 

ორგანიზაციის სახსრებს წარმოადგენს შემოწირულობები და არასამათავრობო ორგანიზაციის ფონდებიდან მიღებული გრანტები.
საჯარო რეესტრში “გორელების გაერთიანება“ ოფიციალურად მიმდინარე წლის 31 იანვარს დარეგისტრირდა.

 

გიორგი კანდელაკი, ოფიციალურად სულ 20 ორგანიზაციის წარმომადგენელია, აქედან 12 მათგანში დირექტორის პოზიცია უკავია, დანარჩენ 8 ში დამფუძნებლის სტატუსითაა რეგისტრირებული.

Read 1061 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი