პირველად ისტორიაში, გორს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა აქვს

მარტი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2019 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც გორის ისტორიაში პირველია.

პროექტზე გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ იმუშავა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და კონსულტაციებით. გეგმის შედგენა ევროკავშირის დახმარებით მოხდა, პროექტის ,,ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში.

გეგმის მიხედვით, სხვადასხვა აქტივობებია განსაზღვრული, რომლებიც სამ მთავარ მიზანს ემსახურება:

  • მოხდეს, ინსტიტუციონალური შესაძლებლობების და ეფექტური ფუნქციონირების გაძლიერება მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა;
  • ქალთა გაძლიერება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გაეროს რეზოლუცია N1325-ის იმ საკითხებსაც, რომელიც გადაწყვეტილებებში ქალთა მონაწილეობას, კონფლიქტის პრევენციას და მასში ქალთა საჭიროებების გათვალისწინებას, ომის შედეგად დაზარალებული ქალების და ბავშვების დაცვას, დახმარებას და რეაბილიტაციას გულისხმობს. აღნიშნული საკითხების წინ წამოწევას იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციამ ,,თანხმობა“ შეუწყო ხელი.

გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა მუნიციპალიტეტისთვის ახალია. ის ცოცხალი დოკუმენტი იქნება და მისი სრულყოფა და განახლება მუდმივად მოხდება, - ამბობენ გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და განმარტავენ, რომ - ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ეცდებიან დროთა განმავლობაში ხელი შეუწყონ მუნიციპალიტეტში ქალთა ჩართულობის გაძლიერებას, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირებას და თანასწორობის უზრუნველყოფას მუნიციპალიტეტში.

პარალელურად პროექტის ,,ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში მუშავდება 2020-2022 წლების გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაც, რომლის დამტკიცება უახლოეს ხანში მოხდება.

Read 887 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი