მაია ოთინაშვილი პროექტს წერს - მას ხურვალეთში მაღაზიის გახსნა სურს

მარტი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოფელ ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი პროექტზე მუშაობს და იმედი აქვს, რომ მას პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ დაუფინანსებს.

"ვაპირებ, მივიღო ამ პროგრამაში მონაწილეობა. მაქვს იდეა რომ სახლში მაღაზია გავხსნა, რითიც ისარგებლებენ ადგილობრივები და საშუალება ექნებათ საჭირო პროდუქტი თუ ნივთები ადგილზე შეიძინონ და ქალაქში წასვლა აღარ მოუხდეთ. ვფიქრობ, სავაჭრო ურთიერთობები უდიდეს როლს ასრულებს ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის თვალსაზრისით", - გვითხრა მაია ოთინაშვილმა, რომელმაც გასული წლის შემოდგომაზე 11 დღე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის ციხეში გაატარა.

ის ამჟამად უმუშევარია და ამბობს, რომ თუ შემოსავლის წყაროს საქართველოში ვერ იპოვნის, სამუშაოდ საზღვრგარეთ წავა. 

პროგრამა, რომელშიც მაია ოთინაშვილი მონაწილეობას გეგმავს, უკვე დაიწყო და ითვალისწინებს გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, აგრეთვე, თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.

 

 

 

 

 

 

 

 

Read 423 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი