Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 13 მარტი 2019 12:10

გორში 2 უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

Rate this item
(0 votes)

16 მარტს გორში 2 უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება.

აქცია 1:

16 მარტს, გორში ჯანმრთელობის ცენტრ „სოფია მკურნალის“ შენობაში (ცხინვალის გზტ. N9) უფასო სამედიცინო აქციას გაიმართება.

მერიის ინფორმაციით, ასოციაციასთან არსებული სამედიცინო ბრიგადის მაღალკვალიფიციური ექიმები გასინჯვებსა და გამოკვლევებს ჩაუტარებენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს.

ბენეფიციარებს კონსულტაციასთან ერთად ჩაუტარდებათ გამოკვლევები: მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, კარდიოგრამის გადაღება, ქალბატონებს გაუკეთდებათ PAP ტესტი (საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა), მამაკაცებს პროსტატის ანალიზი (PSA ტესტი), სისხლის ანალიზი (ჰემოგლობინი, გლუკოზა, პროთრომბინი).

აქციის ფარგლებში, ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს უფასოდ დაურიგდებათ სხვადასხვა სახის მედიკამენტებიც.

უფასო სამედიცინო აქცია 16 მარტს დილის 11 საათიდან 16 საათამდე გაგრძელდება.

 

აქცია 2:

"საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრში" (სტალინის გამზ. N2) უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება.

გორის მერიის ცნობით, პროფილაქტიკურ გასინჯვებსა და კონსულტაციებს მოსახლეობას სხვადასხვა ექიმ - სპეციალისტები გაუწევენ, მათ შორის ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, ოტორინოლარინგოლოგი, ანგიოლოგი და ნეფროლოგი. აქციის ფარგლებში მოხდება სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრაც (გლიკემია).

სამედიდიცინო აქცია, 16 მარტს, 11 - დან 16 საათამდე გაგრძელდება.

Read 1590 times