Back to Top
ოთხშაბათი, 13 მარტი 2019 14:46

ატენელები გუბერნატორს წყლის პრობლემაზე სასაუბროდ ელოდებიან

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში ატენის ცენტრში მოსახლეობა გუბერნატორის მისვლას ელოდება - ისინი სასმელი წყლის პრობლემაზე საუბარს გეგმავენ.

მოსახლეობის თქმით, სათავე ნაგებობა ვერ უზრუნველყოფს, რეზერვუარებში წყლის მიწოდებას, საიდანაც უბნებში წყალი უნდა გადანაწილდეს. 

„ჩვენს უბანში რეზერვუარია, რომელიც 450 ტონა წყალს იტევს, მაგრამ ფაქტიურად წყალი არ გვაქვს. სათავედან არ მიეწოდება და ამიტომ. არც სასმელი წყალია, არც სარწყავი. ხელისუფლება ვალდებულია იზრუნოს პრობლემის აღმოფხვრაზე, ის ჩვენი გადასახადებიდან იღებს ხელფასს. სოფლის ხალხს ოჯახები გვყავს შესანახი და წყლის პრობლემის მოგვერება მნიშვნელოვანია", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ლევან ხიბლიშვილი

შიდა ქართლის გუბერნატორის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობას საკუთარ ხედვებს წარუდგენს და პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებს.

“წყლის პრობლემა არსებოს. ვისმჯელებთ ამ საკითხზე, ჩვენს ხედვას შევთავაზებთ მოსახლეობას პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა

ატენში მერის წარმომადგენელელი ნუგზარ მძინარაშვილი ამბობს, რომ სოფელს სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება.

“ატენში სასმელი წყლის პრობლემა არ არსებობს, გრაფიკით მიეწოდება უბნებს. გამოცხადებულია ტენდერი, რის შემდეგ სასმელი წყალი 24-საათიანი იქნება“, - აღნიშნა ნუგზარ ბძინარაშვილმა

Read 797 times Last modified on ოთხშაბათი, 13 მარტი 2019 14:57