პარლამენტარის კომპანიისგან გორის მუნიციპალიტეტის ორმა სკოლამ ქვიშა-ღორღი შეიძინა

მარტი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მე-6 და წითელუბნის საჯარო სკოლებმა შპს "იბოლიასგან" პირდაპირი შესყიდვის წესით გზის მოსაპირკეთებელი ქვიშა და ღორღი შეიძინა.

მიმწოდებელმა კომპანიამ, სადაც გორის მაჟორიტარი დეპუტატი 40%-იან წილს ფლობს, სკოლებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 860 ლარი მიიღო და ამ თანხაში სასწავლო დაწესებულებები ქვიშითა და ღორღით მოამარაგა.

მომსახურებაში მე-6 საჯარო სკოლამ 368 ლარი, სოფელ წითელუბნის სკოლამ კი 460 ლარი გადაიხადა.

შპს "იბოლიას" დირექოტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე იოსებ მაკრახიძე 2016 წლამდე იყო, გორის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემდეგ კი კომპანია სამართავად სხვას გადააბარა, თავად კი დღეის მდგომარეობით ამ შპს-ში 40%-იან წილს ფლობს.

 

Read 156 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი