მზადება ფრაქციის შესაქმნელად - გორის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობა თანამოაზრრეებს ეძებს

მარტი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები გორის საკრებულოში ახალი ფრაქციის პრეზენტაციას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

ფრაქციის მესამე წევრად ევროპული საქართველოს წარმომადგენელი კახა ბურჯანაძე მოიაზრება. მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შესახებ ინფორმაციას ორივე მხარე ადასტურებს. ფრაქციის ახალ სახელწოდებაზე კი ამ დროისთვის როგორც "მოზაიკას" უთხრეს, მუშაობა მიმდინარეობს.

"მოლაპარაკებები ფრაქციის გარეშე მყოფ საკრებულოს ზოგიერთ წევრთანაც გვქონდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ახალ ფრაქციაში მესამე წევრი პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი კახა ბურჯანაძე გვეყოლება. უფრო დეტალურად ახალი ფრაქციის შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში მივაწვდით ინფორმაციას, ამ ეტაპზე ისევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - განმარტავს ენმ-ს წევრი გორის საკრებულოში ვასილისა ჯაბახიძე.

ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში ჩართვაზე თანახმაა "ევროპული საქართველოს" წევრი კახა ბურჯანაძე. ის ადასტურებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეთავაზება ნამდვილად მიიღო და მზადაა, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, ახალ ფრაქციაში გაწევრიანდეს.

"თანამდებობის დაკავებაზე ამბიცია ამ ეტაპზე არ მაქვს. ვფიქრობ, ამ ფრაქციაში ჩემი რიგითი წევრობაც მნიშვნელოვანია. ამიტომ მზად ვარ, უხელფასოდაც ვიმუშაო ამ პარტიაში", - აღნიშნა კახა ბურჯანაძემ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 000 ლარია, თავმჯდომარის მოადგილის კი - 1 200 ლარი. ფრაქციის მესამე წევრი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400-ლარიან ხარჯის თანხას იღებს, რაც თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით ამომრჩეველთან შეხვედრებისთვისაა გათვალისწინებული.

Read 544 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი