ანა დოლიძე: ჩვენ მწვავედ უნდა დავსვათ ოკუპაციის საკითხი

მარტი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

დოლიძე ადგილზე არსებულ ვითარებაზე რადიო “მოზაიკას“ გორში გამართული შეხვედრის დროს ესაუბრა. 

“ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აქტიურობა ოკუპაციასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც არ არიან სასაზღვრო დაცვაში თუ სამხედრო სამსახურში, მუდმივად უნდა ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და სულ ნახევარი საათის სავალზეა ოკუპაციის ზონა. მე გადავწყვიტე მივსულიყავი ამ ზონასთან, რადგან ჩვენ ყველამ უმწვავესად უნდა დავსვათ, ყველაზე მაღალ დონეზე ოკუპაციის საკითხი. ადგილზე მე დავინახე გარკვეული სამოქალაქო აქტივიზმი და ეს იმედის მომცემია, რომ ეს თემა ჩვეულებრივ ადამიანებსაც ადარდებს და ამასობაში გამოჩნდება გზები, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა“, - ამბობს ანა დოლიძე.

Read 176 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი