Print this page

გორში, წისქვილკომბინატის გაფიცული მუშები დღეს საპროტესტო აქციას აწყობენ

მარტი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, წისქვილკომბინატის გაფიცული მუშები დღეს საპროტესტო აქციას აწყობენ.

„კარმენის“ თანამშრომელთა საპროტესტო აქციას პროფკავშირების გაერთიანებაც შეუერთდება. პროფკავშირების ცნობით, ქარხანაში გუშინ დილით გაფიცვა დაიწყო. დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა ხელფასების მატებაა.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციამ გაათავისუფლა ერთ-ერთი თანამშრომელი, ხოლო 3 თანამშრომელს სასტიკი საყვედური გამოუცხადა, რასაც თანამშრომელთა პროტესტი მოჰყვა და საბოლოოდ, ქარხანა გაიფიცა.

პროფკავშირებს გაფიცვის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ. გაფიცვამდე მედიაციისთვის კანონით განსაზღვრულმა 21-დღიანმა ვადამ შედეგი ვერ გამოიღო. მოლაპარაკების მთავარი საგანი იყო შრომის ანაზღაურების მატება, რომელიც ქარხანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში არ მომხდარა. დასაქმებულთა უამრავ მცდელობას, რომ შეთანხმება კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზით მიღწეულიყო, ადმინისტრაცია არაადეკვატურად მიუდგა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით უბიძგა დასაქმებულებს უკიდურესი ზომისკენ, გაფიცვისკენ, რაც მათ კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული“, - ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Read 180 times