გორის წისქვილკომბინატის დირექტორი გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს

მარტი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

გორის წისქვილკომბინატის დირექტორი, მერაბ დათვიშვილი თანამშრომლების გაფიცვას გამოეხმაურა.

დათვიშვილი რადიო "მოზაიკასთან" ამბობს, რომ ქარხნის გადაწყვეტილება დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

„მე ვარ დაქირავებული თანამშრომელი და ვერაფერს გეტყვით. ჩამოსულები არიან აზერბაიჯანის წარმომადგენლები, ვინც უშუალო პასუხისმგებლები არიან ამ ობიექტის მუშაობასა და ბიუჯეტზე და ყველა კითხვას გასცემენ პასუხს. სავარაუდოდ, დღის ბოლოს მათი პოზიცია გვეცოდინება. ჩემი გადადგომით თუ მათ რამე შეემატებათ, თანახმა ვარ გადავდგე“, - თქვა წისქვილკომბინატის დირექტორმა მერაბ დათვიშვილმა

ქარხანაში გუშინ დილით გაფიცვა დაიწყო. დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა ხელფასების მატებაა.

ამავე თემაზე: "პური გაძვირდა, შრომის ფასი - არა" - გორში მუშები გაიფიცნენ

მათივე ცნობით, ადმინისტრაციამ გაათავისუფლა ერთ-ერთი თანამშრომელი, ხოლო 3 თანამშრომელს სასტიკი საყვედური გამოუცხადა, რასაც თანამშრომელთა პროტესტი მოჰყვა.

 

Read 768 times Last modified on Last modified on მარტი 15 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი