რა ვითარებაა ხურვალეთში - ადგილობრივების კომენტარები

მარტი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა სოფელ ხურვალეთის ბოლო დაიკავეს. ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, რადიო "მოზაიკა" რამდენიმე ადგილობრივს დაუკავშირდა.

"დღევანდელი დღე დანარჩენებისგან იმით გამოირჩევა, რომ სოფლის ხიდთან ჩვენი პოლიციელები გამოჩდნენ", - უთხრა რადიო "მოზაიკას" ელენე ოთინაშვილმა.

მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები რამდენიმე კვირის წინ აგებულ კოშკის მიმდებარე ტერიტორიასთან ისედაც იდგნენ და ბოლო დღეების განმავლობაში, არაფერი შეცვლილა.

"რაც კოშკი ააგეს, იმ ტერიტორიაზე სულ დგანან. დღეს განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს. იმ ადგილას, სადაც დათა ვანიშვილი ცხოვრობს, რუსი ჯარისკაცები პატრულირებენ ხოლმე", - გვითხრა ოთინაშვილმა.

ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების საშუალება ჟურალისტებს არ ეძლევათ - პოლიცია მედია საშუალების წარმომადეგნლებს სოფელში შესვლის საშუალება არ აძლევს. სოფელ ხურვალეთისკენ გადადაგილება მას შემდეგ შეიზღუდა, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა სოფელში საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსეს.

ამავე თემაზე: პოლიცია მოქალაქეებს სოფელ ხურვალეთში არ უშვებს

"არ ვიცი ზუსტად, რა ხდება. მეზობლებისგან ვიგებ, რომ თურმე რუსი ჯარისკაცები სოფლის ბოლოს მდებარე ბაღებში გამოჩენილან. მე პირადად ისინი არ მინახავს", - გვითხრა ადგილობრივმა ფატი ნადიბაიძემ.

ამავე თემაზე:  რუსი ჯარისკაცების გამოჩენის საპასუხოდ, ხურვალეთში მოქალაქეები იკრიბებიან

Read 1122 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი