სუს-ი ხურვალეთთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

მარტი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ხურვალეთთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, რომელსაც რადიო "მოზაიკა" უცვლელად გთავაზობთ.

"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ამავე თემაზე: რა ვითარებაა ხურვალეთში - ადგილობრივების კომენტარები

Read 822 times Last modified on Last modified on მარტი 15 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი