გორის მერი: ჩემი ინფორმაციით, ხურვალეთთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ

მარტი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერი აეროპორტიდან ხურვალეთში მიემგზავრება.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ისრაელიდან საქართველოში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მათი ნაწილი ხურვალეთში მიდის. როგორც კონსტანტინე თავზარაშვილი რადიო "მოზაიკასთან" საუბარში ამბობს, ცოტა ხნის წინ კომუნიკაცია ჰქონდა ხურვალეთში მაცხოვრებლებთან, რომლებისგანაც შეიტყო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივის მიწის ნაკვეთთან რუსი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. რა ხდება ხურვალეთში, მერისთვის ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ის სიტუაციის გასაცნობად ადგილზე ჩასვლას გეგმავს. 

"ადგილობრივებმა მითხრეს, რომ 3 ნიღბიანი პიროვნება გადმოსულა მათი მიწის ნაკვეთების მიმდებარე ტერიტორიაზე. ცოტახანში, მე ვიქნები ადგილზე. ისრაელიდან ახლა ჩამოვფრინდი და მივდივარ პირდაპირ ხურვალეთში. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ მაგ ადგილას რუსებმა საგუშაგო გააკეთეს, იქვე ბაღებია, სადაც გადის მაგათი ხაზი, მე ბოლოს როცა ვიყავი, არ ჰქონდათ გავლებული მავთულხლართები. შესაბამისად, ეს ტერიტორია უკონტროლო იყო. აქედან გამომოდინარე, შესაძლოა ადგილობრივებს აერიათ ზუსტად ჩვენ ტერიტორიაზე იყვნენ თუ მათ მიერ ოკუპირებულზე, ამიტომ ვიდრე ადგილზე არ ჩავალ და პირადად არ გავეცნობი რა ხდება იქ, დაზუსტებულად ვერაფერს გეტყვით. შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ სიტუაციას და არანაირი დაძაბულობა არ შეინიშნება და სიწყნარეა. ეს არის ტყუილი, რაღაც ინფორმაციებს რომ ავრცელებენ. ჩემი ინფორმაციით, იმ ადგილას სადაც ნიღბიანი პირები შეამჩნიეს, ბატონისაშვილების მიწის ნაკვეთი მდებარეობს", - ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

ამავე თემაზე: რა ვითარებაა ხურვალეთში - ადგილობრივების კომენტარები

Read 917 times Last modified on Last modified on მარტი 15 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი