EUMM: ხურვალეთში ბორდერიზაციის კუთხით ახალი მოქმედებები არ შეიმჩნევა

მარტი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ევროკავშირის მონიტორინგის მისია ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს, - ამის თაობაზე ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოეგმა გაავრცელა .

„EUMM-ის პატრულები ამჟამად დიდ ხურვალეთში მონიტორინგს ახორციელებენ. ბორდერიზაციის კუთხით ახალი მოქმედებები არ შეიმჩნევა. არც ინციდენტი დაგვიფიქსირებია. ყველა მექანიზმი, ცხელი ხაზის ჩათვლით, ამოქმედებულია, რომ უზრუნველყოფილი იყოს კომუნიკაცია“, - წერია ჰოეგის განცხადებაში, რომელიც მისივე „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ხურვალეთში ვითარების გასარკვევად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფი ამჟამად დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა. უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე, მაგრამ ჩვენ არ აღგვირიცხავს ინციდენტები. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, გამოიყენება კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე: რა ვითარებაა ხურვალეთში - ადგილობრივების კომენტარები

Read 1791 times Last modified on Last modified on მარტი 15 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი