შსს: უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერავის ვერ შევუშვებთ ხურვალეთში

მარტი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოფელ ხურვალეთისკენ გადადაგილება შეზღუდულია - პოლიცია მოქალაქეებს და ჟურნალისტებს სოფელში შეცვლის უფლებას არ აძლევს. 

ხურვალეთისკენ გადაადგილება მას შემდეგ შეიზღუდა, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა საოკუპაციო ხაზთან საპროტესქტო აქცია დაანონსეს. საპროტესტო აქცია კი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ხურვალეთის ბოლო დაიკავეს. 

ამავე თემაზე: რუსი ჯარისკაცების გამოჩენის საპასუხოდ, ხურვალეთში მოქალაქეები იკრიბებიან

რადიო "მოზაიკა" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხე, რატომ არ იყო შესაძლებელი, რომ თუნდაც პოლიციის ეკიპაჟის თანხლებით, ჟურნალისტები სოფელში შესულიყვნენ და სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია ადგილზე გადაემოწმებინათ. 

"უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერავის ვერ შევუშვებთ სოფელში", - გვითხრა შსს-ს წარმომადგენელმა. 

ამავე თემაზე: სუს-ი ხურვალეთთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

 

Read 242 times Last modified on Last modified on მარტი 15 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი