Back to Top
პარასკევი, 15 მარტი 2019 16:53

ცხინვალის რეჟიმი ხურვალეთთან განვითარებულ პროცესებს პროვოკაციას უწოდებს

Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ-ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დიდ ხურვალეთში სამოქალაქო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" აქტივისტები დღეს პროვოკაციის მოწყობას გეგმავდნენ.

"პროვოკატორთა მთავარი ამოცანაა, შეიქმნას წინაპირობები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევისა და სახელმწიფო საზღვარზე არასტაბილურობის მოწყობისთვის. მოძრაობის ლიდერები აქციის მონაწილეებს აქეზებენ, რომ სახიფათო ადგილებზე გადაადგილდნენ და დაარღვიონ ჩვენი სახელმწიფო საზღვარი, რაზეც ჩვენ კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ", - წერია ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Read 809 times