მერიის დასუფთავებისთვის გამოცხადებული 60 000 ლარიანი ტენდერი ორჯერ ჩავარდა

თებერვალი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიიის მიერ გამოცხადებული ტენდერი დასუფთავებისა და სანიტარიული მომსახურების შესახებ არ შედგა, ამიტომ დამლაგებლებს ხელშეკრულებით აიყვანენ. ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას" მუნიციპალიტეტის მერიამ დაუდასტურა. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, საკონკურსო პროცესი ისევ გრძელდება და ამ პერიოდში მაქსიმუმ 10 ადამიანს დაასაქმებენ. მათგან 7 დამლაგებელი იქნება.

 ,,აქამდე ტენდერი ცხადდებოდა ხოლმე და გამარჯვებული კომპანია გვემსახურებოდა, რომელსაც თავისი დამლაგებლები მოჰყავდა, მაგრამ წელს 60 000 ლარიან ტენდერზე აღარავინ მიიღო მონაწილეობა და მერია იძულებული გახდა ხელშეკრულებით მიეღო ხალხი ამ საქმეზე", - აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.

Read 1674 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი