#იმეგობრე - გორში, შინაურ ცხოველებთან ერთად, ფოტოსესია მოეწყობა

მარტი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

#იმეგობრე -ამ სახელწოდებით გორში 23 მარტს, კულტურისა და დასვენების პარკში ფოტოსესია მოეწყობა.

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შინაურ ცხოველებთან ერთად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მივიდნენ და ფოტოსესიაში მიიღონ მონაწილეობა. იდეის ავტორი და ორგანიზატორი ორგანიზაცია "ქართლოსია". მისი წარმომადგენლის, ლელა მაზმიშვილის განმარტებით, კამპანიის მიზანს პასუხისმგებლიანი მფლობელის იდეის პოპულარიზება წარმოადგენს. 

"მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" აღნიშნულ კაპანიას, პროექტის "დადებითი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად" ფარგლებში აწყობს. მოქალაქეებს ვიწვევთ, ოთხფეხა მეგობართან ერთად ფოტოსესიაზე, სადაც პროფესიონალი ფოტოგრაფი გადაგიღებთ ფოტოებს, შემდეგ კი ცხოველთა უფლებების დაცვის იდეის პოლულარიზაციის მიზნით, სოციალურ ქსელში გავავრცელებთ. ამ სახით გვსურს, საზოგადოებას ცხოველებზე ზრუნვის აუცილებლობა და მისი მნიშვნელობა შევახსენოთ", - ამბობს ორგანიზაცია "ქართლოსის' წარმომადგენელი ლელა მაზმიშვილი.

 
 
 
 
 
 
 
 
Read 524 times Last modified on Last modified on მარტი 18 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი