ნიქოზელებს ტუბერკულოზის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

მარტი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნიქოზის ამბულატორიაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინფორმაციო სემინარი ჩატარდა  თემაზე: "რა არის ტუბერკულოზი".

 

ლექციას ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის პულმონოლოგი უძღვებოდა. ლექციაზე ტუბერკულოზის კლინიკური ფორმები და გავრცელების გზები განიხილეს, ასევე იმსჯელეს მკურნალობის და პროფილაქტიკის შესახებ. ლექციის ბოლოს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდა

.

 

 "ჩვენი მიზანია მოსახლოებაში ინფორმირებულობის გაზრდა სამკურნალო-პროფილაქტიკური მიმართულებით, რათა დროულად მოხდეს ამა თუ იმ დაავადების იდენტიფიცირება. სწორედ ამიტომ ნიქოზის ამბულატორია მომავალშიც გეგმავს მსგავსი სახის ლექცია-სემინარების ორგანიზებას," - აღნიშნა ნიქოზის ამბულატორიის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ძამუკაშვილმა.

 
Read 422 times Last modified on Last modified on მარტი 18 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი