მედიკამენტები ლარის გაუფასურების პროპორციულად გაძვირდა

თებერვალი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ადასტურებს, რომ მედიკამენტები ლარის გაუფასურების პროპორციულად გაძვირდა. მომხმარებლებისთვის მედიკამენტებზე ფასების მატება ყველაზე საგრძნობი გასული წლის ბოლოდან გახდა. ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი 2-დან 7 ლარამდე სხვაობით გაიზარდა.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი, მედიკამენტებზე ფასების ზრდას ლარის გაუფასურებას უკავშირებს. როგორც ირინა ჭელიძე ამბობს, საქართველოში მედიკამენტების 90% იმპორტირებულია, შესაბამისად ლარის, როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში, გაუფასურება პირდაპირ აისახა წამლის ფასზე.

,,როცა შარშან ვყიდულობდით ერთ ევროდ მედიკამენტს, რომელიც თუ ლარზე ვიანგარიშებთ იყო 2,20, დღეს უკვე ეს გახდა 3 ლარზე მეტი. ვის აქვს შესაძლებლობა, რომ ეს სხვაობა დაფაროს? 20-25%-ით მოხდა მინიმალურად ლარის კურსის ცვლილება, ასე იქნება ეს ასახული მედიკამენტებზეც’’-განაცხადა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირინა ჭელიძემ.

 

წყარო: bm.ge

Read 907 times Last modified on Last modified on თებერვალი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი