გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა

მარტი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუეჯეტი 50 მილიონ 333 ლარით განისაზღვრა. 

ინფორმაცია ფინანსური დოკუმენტის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მერიამ მიაწოდა. უწყების ცნობით, წლის დასრულებამდე აღნიშნული თანხა კიდევ გაიზრდება. მიმდინარე წლის ბიუჯეტი, გასული წლის ბოლოს დაჯამებულ ხარჯვით ნაწილთან შედარებით, 4 545 ლარით მეტია. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, ადგილობრივი ბიუჯეტი 45 788 ლარით იყო განსაზღვრული. 9% კი, როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, მუნიციპალიტეტს გაუხარჯავი დარჩა. თანხა, რომელიც დაახლოებით 2 მლნ ლარს აღწევს და წინა წლის ბიუჯეტიდან არის შემორჩენილი, ფინანსური განყოფილების ინფორმაციით, უახლოეს საკრებულოს სხდომებზე 2019 წლის ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლში გადანაწილდება.  

Read 465 times Last modified on Last modified on მარტი 18 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი