Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 18 მარტი 2019 14:48

პარლამენტარის კომპანიამ გორის მერიის ტენდერში წელს უკვე მესამედ გაიმარჯვა

Rate this item
(0 votes)

შპს "იბოლია" ასფალტობეტონის საფარს გორის 3 ქუჩაზე მოაწყობს. 

ყიფიანის, შიო მღვიმელის და ბუხაიძის ქუჩების სავალი ნაწილის მოპირკეთებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გორის მერიამ გამარჯვებულად სწორედ  მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია დაასახელა. შპს "იბოლია" სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ სამუშაოებს 745 630 ლარად შეასრულებს. 

კომპანიამ, სადაც იოსებ მაკრახიძე დეპუტატობის შემდეგ 40%-იან წილს ფლობს, გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში წელს უკვე მესამედ გაიმარჯვა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წელს გაფორმებული პირველი ხელშეკრულება 15 მარტით თარიღდება და 350 000 ლარად, კახნიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს. გორგასლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კი მერია შპს "იბოლიას" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 749 000 ლარს გადაურიცხავს. შესაბამისი სახელშეკრულებო დოკუმენტი ამ დროისთვის მზადების პროცესშია.

 

 

 

 

 

 

Read 925 times Last modified on სამშაბათი, 19 მარტი 2019 12:35