გორის სამხედრო ჰოსპიტალში ონკოლოგიურ პაციენტებსაც უმკურნალებენ

მარტი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ონკოლოგიურ პაციენტებსაც უმკურნალებენ.

ახალი მიმართულება ჰოსპიტალის პერსონალს სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა დავით ბარლიანმა გააცნო.

ონკოლოგიური მიმართულების დანერგვასთან დაკავშირებით სამხედრო ჰოსპიტალში სპეციალური კონფერენცია გაიმართა, სადაც პროფესორებმა ილია გოცაძემ და გიორგი შიოშვილმა პროექტის დეტალებზე ისაუბრეს.

"ახალი პროექტი - „იმკურნალე საქართველოში“ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ონკოლოგიური მიმართულებით რეგიონის მოსახლეობის, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ნაკლები დანახარჯებით დროულ და კვალიფიციურ მომსახურების გაწევას ისახავს", - განმარტავენ ჰოსპიტალის ადმინისტრაციაში.

Read 322 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი