დავით უსუფაშვილი: მუნიციპალიტეტების გაერთიანებით სოფლები თვითმართველობას დაშორდა

თებერვალი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებამ უკვე გამოკვეთა უარყოფითი მხარეები, ასე აფასებს შენების მოძრაობის ლიდერი გორისთვის ქალაქის სტატუსის გაუქმებას. დავით უსუფაშვილი, თვლის რომ მთავრობის ეს ნაბიჯი დიდი შეცდომა იყო,

რაც გასულმა ოთხმა თვემ უკვე დაადასტურა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ქალაქს მიღმა მცხოვრები მოსახლეობა დააშორა

,,სამწუხაროდ გორში მკაფიოდ იჩენს თავს ამ გაერთიანების შედეგები, ნაცვლად იმისა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ქალაქ გორთან ერთად შექმნილიყო ხეობისა და კომპაქტური დასახლებების მიხედვით 2-3 მუნიციპალური ცენტრი, მოხდა გაერთიანება და ამის ხარჯზე, ზარალდება ქალაქ გორის გარეთ მცხოვრები მოსახლეობა, სოფლად მცხოვრები ადამიანები, ამის სიგნალებს ჩვენ უფრო ვხედავთ და 6 თვეში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ეს. ამ პროცესით თვითმართველობა მოქალაქეებს დაშორდა, საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრისას იქნება დარღვეული სოფლის პრიორიტეტი. ის სიკეთეები რაც თვითმართველობას უნდა მოეტანა დაიკარგა და სახეზე გვაქვს გაერთიანების უარყოფითი შედეგები"-განუცხადა რადიო "მოზაიკას" დავით უსუფაშვილმა

Read 1376 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი