გორის პატრული: თუ არ გცალია ჯარიმის გასასაჩივრებლად, მძღოლი აიყვანე

მარტი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის პატრულ - ინსპექტორმა მოქალაქეს პირადი მძღოლის აყვანა მას შემდეგ "ურჩია", რაც პოლიციის მიერ კანონდამრღვევად მიჩნეულმა პირმა აღნიშნა, რომ ჯარიმა უსამართლოდ გამოუწერეს.

პატრულის სამხრე კამერის ჩანაწერში ისმის, რომ თუ როგორ ეუბნებოდა გ. ა. - ს პატრულ - ინსპექტორი დავით ოქროშიაშვილი პოლიციის მიერ შედგენილ ოქმზე მოეწერა ხელი.

პატრული: - თქვენ გაქვთ ჯარიმის 10 დღეში გასაჩივრების უფლება...

გ. ა. : - მე არ მაქვს იმდენი დრო, რომ ვირბინო თქვენ მიერ უსამართლოდ გამოწერილი ჯარიმის გასასაჩივრებლად.

პატრული: - თუ ამდენი დრო არ გაქვს, მაშინ აიყვანე მძღოლი და იმან გატაროს ხოლმე.

ამავე თემაზე: გორის პატრული: დავაჯარიმეთ, თუმცა არ დაგვინახავს შუქნიშნის რა ფერზე გაიარა

გ. ა. - მ პატრულის ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა. გორის რიონულმა სასამართლომ კი 50 ლარიანი ჯარიმა გააუქმა. საპატრულო პოლიცია გორის მკვიდრ გ. ა. -ს შუქნიშნის ამკრძალავ ფერზე მოძრაობას ედავებოდა.

გ. ა. - ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

 

 

ფოტო შერჩეულია თემატურად.

Read 1373 times Last modified on Last modified on მარტი 19 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი