Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 20 მარტი 2019 11:39

გორის მე - 12 სკოლის მოსწავლემ ნახატების კონკურსში გაიმარჯვა

Rate this item
(0 votes)

გორის N12 საჯარო სკოლის მე- 5 კლასის მოსწავლემ, თამაზ უნაფქოშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროკავშირის ორგანიზებულ ნახატების კონკურსში - „გარემოს ჯანმრთელობა“ გაიმარჯვა.

სკოლის დირექტორი, რუსუდან ლომიძე ამბობს, სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად მაქსიმალურად უწყობს ხელს.

“თამაზი ძალიან ნიჭიერი ბიჭია, კარგად სწავლობს და ხატავს. სხვა მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ საპრიზო ადგილი ამ ერთმა მოსწავლემ დაიკავა. მნიშვნელოვანია ასეთი კონკურსების ჩატარება და მოსწავლეების წახალისება“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა რუსუდან ლომიძემ.

პროექტის დასკვნითი ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

Read 1204 times