ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრისთვის პირს თანხა და ბენზინის ტალონები პოლიციამ არ შეატანინა

მარტი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პირი, რომელსაც სოფელ ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფრისთვის ხონიდან დახმარება ჩაჰქონდა, დანიშნულების ადგილამდე არ მიუშვეს.

დავით ბარაბაძე აცხადებს, რომ ის პოლიციის პირველივე საგუშაგოზე გააჩერეს და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, თუმცა მიზეზები არავის განუმარტავს. პასუხის მისაღებად მან გენერალურ ინსპექციაშიც დარეკა, თუმცა უშედეგოდ. ბარაბაძეს ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფრისთვის ფული და ბენზინის ტალონები ჩაჰქონდა.

"კატეგორიული წინააღმდეგობა შეგვხვდა რომ ვერ შეგიშვებთ. გამოგვართვეს ჩვენი პირადი დოკუმენტები, პასპორტებს ვგულისხმობ, დაგვიბრუნეს, შემდეგ კიდევ გამოგვართვეს, კიდევ დაგვიბრუნეს და გვითხრეს ერთი, რომ ვერ გაგატარებთ, კატეგორიულად აკრძალული გვაქვს," - აცხადებს დავით ბარაბაძე.

Read 727 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი