2018 წლის ანგარიშში გორის მერმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

მარტი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე მერის, კონსტანტინე თვზარაშვილისა და ზოგადად ადმინისტრაციული ორგანოს მუშაობის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. 

პრეზენტაციის ერთ-ერთ სლაიდში წერია, რომ გორის მერი მოსახლეობის შეკითხვებს პირდაპირეთერში, თვეში ერთხელ, ლაივსტრიმის საშუალებით პასუხობს.ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკამ" გორის მერთან გადაამოწმა. კონსტანტინე თავზარაშვილმა ანგარიშში ნახსენები ინფორმაციის სიზუსტე ლაივსტრიმთან დაკავშირებით დაადასტურა.

"ბოლო ლაივსტრიმი ერთი თვის წინ ჩავწერე, ახლა არ ვარ გორში და რომ ჩამოვალ კიდევ ჩავწერ", - აღნიშნა კონტანტინე თავზარაშვილმა.  

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, როდის მოამზადა მერიამ მსგავსი ფორმატის ვიდეო და რამდენად შეესაბამება რეალობას ანგარიშის აღნიშნული ნაწილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ლაივსტრიმის სტუმარი ძირითადად გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილია და ვიდეო პირდაპირეთერში სოციალურ ქსელში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუკის გვერდის საშუალებით ვრცელდება.

აღმოჩნდა, რომ ბოლო ლაივსტრიმი აღნიშნულ გვერდზე 2018 წლის 6 სექტემბერს არის გამოქვეყნებული, სადაც კონსტანტინე თავზარაშვილი საუბარს ატენის ხეობაში გაჩენილი და შემდეგ ლიკვიდირებული ხანძრის შესახებ იწყებს. როგორც უწყების ფეისბუკ გვერდიდან ჩანს, მსგავსი ფორმატის ვიდეო გორის მერიას ბოლო 5 თვის განმავლობაში აღარ მოუმზადებია. შესაბამისად, 2018 ანგარიშში გავრცელებული ინფორმაცია ლაივსტრიმის პერიდულობასთან დაკავშირებით სიცრუეა და როგორც რადიო "მოზაიკამ" გაარკვია, კონსტანტინე თავზარაშვილის მერობის პერიოში(2017 წლის ნოემბრიდან), მისი მონაწილეობით სულ 6 ვიდეოა გავრცელებული. 2019 წლის რა პერიოდიდან განაახლებს გორის მერი  პირდაპირეთერში მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხების გაცემას ჯერჯერობით უცნობია.

Read 490 times Last modified on Last modified on მარტი 20 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი