გორელ მოსწავლეებს დასაქმების თემაზე ტრენინგები ჩაუტარდათ

მარტი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელ მოსწავლეებს დასაქმების თემაზე ტრენინგები ჩაუტარდათ. ტრენინგების კურსი პროექტის “ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმმა ჩაატარა.

მასში მონაწილეობა გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 14-დან 18 წლამდე მოსწავლემ მიიღო.  

"ტრენინგ - კურსის მიზანი იყო, მოსწავლეებისთვის გამოგვემუშავებინა ისეთი უნარები , რაც მათ დაეხმარებოდათ სამომავლო პროფესიის შერჩევაში, გამოევლინათ მათთვის არსებული პრობლემები და ესწავლათ ამ პრობლემების მოგვარების მეთოდოლოგია, ასევე გაცნობოდნენ გუნდური მუშაობის პრინციპებს, მნიშვნელობას და ძალას, ასევე მიეღოთ ინფორმაცია მეწარმეობის შესახებ და ესწავლათ საკუთარი იდეების გენერირება და შემოსავლის წყაროდ გადაქცევა", - ამბობს შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენელი, ავთანდილ ბიბილაშვილი.

ორგანიზაციამ მსგავსი ტრენინგები გორის მუნიციპალიტეტის სტუდენტებსაც ჩაუტარა.

პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და საერთაშორისო ორგანიზაციის „გადავარჩინო ბავშვები“ მიერ ხორციელდება საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. 

" შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმი" ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მათში დასაქმებისთვის შესაბამისი კომპეტენციების განვითარებას მომავალშიც განაგრძობს.

Read 125 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი