"ძლიერი გორი"- საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა 

მარტი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ენმ-ს წევრები ვასილისა ჯაბახიძე და ბექა ქორჩილავა, ასევე ევროპული საქართველოს წარმომადგენელი - კახა ბურჯანაძე  ახალ ფრაქციაში გაერთიანდნენ. 

ფრაქციის შექმნის შესახებ შესაბამისი განცხადება საკრებულოს აპარატში რამდენიმე წუთის წინ დარეგისტრირდა.

"ძლიერი გორი" ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, სადაც თავჯდომარე 23 წლის ვასილისა ჯაბახიძე, მოადგილე 49 წლის კახა ბურძანაძე და მესამე წევრი,25 წლის ბექა ქორჩილავა იქნება.

საკრებულოში ეს იქნება მეშვიდე ფრაქცია და მისთვის თვეში დამატებით 3200 ლარი დაიხარჯება. (2000 ლარი თავმჯდომარის თანამდებობრიოვი სარგო, 1200 ლარი - მოადგილის).

ფრაქციის გარეშე გორის საკრებულოში პაპუნა კობერიძე,ირმა ამბარდნიშვილი და ზვიად საბანაძე რჩებიან.

Read 883 times Last modified on Last modified on მარტი 21 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი