Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 21 მარტი 2019 11:24

გორის მერი ჟურნალისტებს: ყოველთვის მზად ვარ თქვენს ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო

Rate this item
(0 votes)

გორის მერი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. კონსტანტინე თავზარაშვილი მილოცვას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ტექსტში ამბობს, რომ მედიასთან ხელისუფლების თანამშრომლობა, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია და ყოველთვის მზადაა ჟურნალისტების ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს.

 

"ჟურნალისტებო, გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს! გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში. თქვენ ძალიან დიდ და საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურებით. ჩვენ ყველა ერთად მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა. მე ყოველთვის მზად ვარ თქვენს ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო და ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე ვაკეთოთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, განსაკუთრებით იმ ჟურნალისტებს, ვინც ჩვენს მუნიციპალიტეტში საქმიანობთ, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს მედია პროდუქტის მომზადებაში. ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით."-წერს გორის მერი.

 

Read 773 times