ირმა ამბარდნიშვილი: "მოჯანყე" ვარ და მირჩევნია მარტომ "ვიბობოქრო"

მარტი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულში ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადებას აკეთებს ფრაქცია 'ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი.

ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს, რომ ფრაქციაში გაერთიანებაზე შეთავაზება არავისგან მიუღია და ამ ეტაპზე არც აპირებს რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებში გაწევრიანებას. 

 

"არ ვაპირებ რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებასდა და არც არავის არაფერი შემოუთავაზებია.ზოგადად "მოჯანყე" ვარ და მირჩევნია მარტომ ვიბობოქრო"-ამბობს ირმა ამბარდნიშვილი. 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით ინფორმცია დღეს გავრცელდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და "ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა" ახალი პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი გორის" დაფუძნების შესახებ განცხადება საკრებულოს აპარატში უკვე დაარეგისტრირეს. ეს იქნება მეშვიდე ფრაქცია გორის საკრებულოში. 5 გაერთიანება "ქართული ოცნების" დეპუტატებს ეკუთვნით. ერთი ფრაქცია კი "პატრიოტები ხალხის სამსახურში" -ამ სახელწოდებითაა დარეგისტრირებული. ამ დროისტვის ირმა ამბარდნიშვილთან ერთად, ფრაქციის გარეშე იმყოფებიან საკრებულოს წევრები: პაპუნა კობერიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ "შენების მოძრაობიდან" ბადრი ნანეტაშვილი ჩაანაცვლა და ზვიად საბანაძე, რომელმაც გასულ წელს პარტია "ევროპული საქართველო" დატოვა.

Read 341 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი