ერგნეთში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო

მარტი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 92-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაშლილ კარავში უკვე შეიკრიბნენ.

შეხვედრა 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენელი რამდენიმე წუთის განმავლობაში ინდივიდუალურად ხვდებოდა რუსულ, ოსურ და ქართულ მხარეებს.

შეხვედრის დაწყებამდე, რუსული მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხურვალეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზე, დაინტერესების შემთხვევაში, კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

როგორც წესი, ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებისას სპეციალურად გაშლილ კარავში მუშაობის უფლება მხოლოდ რამდენიმე წუთით ეძლევათ. შეხვედრის ძირითადი ნაწილი კი მედიისთვის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს

Read 218 times Last modified on Last modified on მარტი 22 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი