შიდა ქართლში, ქუჩების დანაგვიანებისათვის მოქალაქეები პოლიციამ 19 ათასი ლარით დააჯარიმა

თებერვალი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გასულ წელს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შიდა ქართლში გარემოს დანაგვიანებიასათვის 130 ჯარიმა გამოწერეს - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

ქუჩების დანაგვიანებისათვის მოქალაქეები 56-ჯერ დაჯარიმდნენ, თითოეული 80 ლარით. ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ნაგვის გადაყრა 54-ჯერ დაფიქსირდა. ჯარიმა ამ შემთხვევაში თითოეულ შემთხვევაზე 120 ლარი იყო. საცხოვრებელი სახლიდან ქუჩის დანაგვიანებისათვის კი ერთი ადამიანი დააჯარიმეს(100 ლარი).

დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანებისათვის 11 ფიზიკური პირი 500 ლარით დააჯარიმდა.

საერთო ჯამში შსს-ის თანამშრომლებმა გასულ წელს მხოლოდ შიდა ქართლში გარემოს დანაგვიანებისათვის 19 870 ლარის რაოდენობის ჯარიმები გამოწერეს

Read 3209 times Last modified on Last modified on თებერვალი 20 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი