კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში, გორში შეხვედრები გაიმართება

მარტი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში შიდა ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება.

1 და 2 აპრილს, კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში მომღერალ გიორგი სუხიტაშვილთან ერთად შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრებიან.

ტურის მიზანია,  მოსახლეობისათვის  მეტი ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებსა და ამავე დროს, რუსული პროპაგანდის გავლენებზე.

1 აპრილს მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრები დაგეგმილია სოფელი ხცისის მოსახლეობასთან, 2 აპრილს კი ახალუბანის მაცხოვრებლებთან.

ტურის ფარგლებში, მოეწყობა ღია დისკუსიები მოსახლეობასთან, სადაც მათ საშუალება ექნებათ კამპანიის მონაწილეებისგან მოისმინონ, თუ რა უპირატესობა აქვს ევროპულ ინტეგრაციას  და გამოხატონ საკუთარი აზრი აღნიშნულ საკითხზე. ასევე, მაცხოვრებლებისთვის მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სიმბოლურად რამდენიმე სიმღერასაც შეასრულებს.

 

კამპანიის შესახებ:

„ძალა ევროპაშია“ კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ და უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებისა და პოპულარიზაციის პროცესში.

რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შედეგად გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციების შენარჩუნებას ეწინააღმდეგება. სწორედ ამ არასწორი მითების გასაბათილებლად, ასევე დასავლური ინტეგრაციის პროცესის დადებითი შედეგებისა და სარგებლის საჩვენებლად ხორციელდება კამპანია „ძალა ევროპაშია“ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ მიერ, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის 24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

Read 232 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი