გასართობი ცენტრი gori.ge არ გაიხსნა - გორის მერი პროცესის გაჭიანურების მიზეზს განმარტავს

მარტი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერის დაპირების მიხედვით, ახლა სამეფოს ქუჩაზე გასართობი ცენტრი gori.ge უნდა ფუნქციონირებდეს, თუმცა ამ დრომდე არც ცენტრი მოწყობილა და არც შესაბამისი სამუშაოები დაწყებულა.

გასართობი ობიექტის გახსნა გორის მერმა გასულ წლის თებერვალში დაანონსა. მისი მაშინდელი განცხადებით, შენობა, სადაც ცენტრი იფუნქციონირებდა, კერძო ინვესტორებს ეკუთვნოდა, რომლებიც მსგავსი დაწესებულების გახსნით, თავად იყვნენ დაინტერესებულნი.

ამავე თემაზე: გორში გასართობი ცენტრი გაიხსნება

გასართობი ცენტრი ყოფილი კინოს შენობაში უნდა გახსნილიყო, თუმცა დღეს გორის მერი ამბობს, რომ ეს გეგმა გეგმად რჩება და სამუშაოების დაწყების თარიღი მისთვის უცნობია.

"გასულ წელს დავაანონსეთ, რომ ეს ცენტრი გახსნილიყო სამეფოს ქუჩაზე. მე მქონდა მის მფლობელებთან საუბარი, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ აპირებდნენ ასეთი სივრცის მოწყობას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ალბათ ძვირი ჯდებოდა ამ ობიექტისთვის გასართობი ცენტრის სახის მიცემა და ამიტომ არ დაიწყო ეს პროცესი, თორემ მაშინაც და ახლაც მაქვს სურვილი, რომ ახალგაზრდებისთვის ასეთი სივრცე მოეწყოს გორში", – ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

Read 382 times Last modified on Last modified on მარტი 22 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი