დე ფაქტო პროკურატურა რუსეთს ყოფილი მაღალჩინოსნების გადმოცემას სთხოვს

მარტი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურა რუსეთის ფედერაციისგან იმ პირების გადმოცემას ითხოვს, რომლებმაც ე.წ. უწყების ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. 

ე.წ. პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის თქმით, რუსეთის ფედერაციას მან 171 პირის გადმოცემის მოთხოვნით მიმართა.

დე ფაქტო უწყების ცნობით, დღეისათვის 19 სისხლის სამართლის საქმე განიხილება. კრიმინალურ საქმეებში ბრალდებულები არიან ყოფილი მაღალჩინოსნები და სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც 2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულეს და შემდეგ ოკუპირებული ტერიტორია დატოვეს.

Read 521 times Last modified on Last modified on მარტი 24 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი