Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 25 მარტი 2019 16:44

გორის ყოფილი ვიცე-მერის შემოსავალმა გასულ წელს 36 500 ლარი შეადგინა

Rate this item
(0 votes)

გელა კაპანაძე, რომელიც ვიცე-მერობიდან კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოში აგრძელებს მუშაობას, პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დეკლარაციას აქვეყნებს.

დოკუმენტის მიხედვით, მერის ყოფილ პირველ მოადგილეს 2018 წლის პერიოდში 31 500 ლარი აქვს მიღებული. გარდა ამისა, გელა კაპანაძეს ქონებრივ დეკლარაციაში შემოსავალი სოფლის მეორნეობიდანაც უფიქსირება და ის ერთი წლის მონაცემებით, 5 000 ლარს შეადგენს.

გარდა შემოსავლებისა, დეკლარაციაში საბანკო ვალდებულებების შესრულებაც ჩანს - 2018 წლის 18 მაისს, "ბაზისბანკიდან" აღებული 10 644 ლარი გელა კაპანაძემ, ვადაზე ადრე, 1-ელ ნოემბერს ახალი სესხის აღებით გადაფარა. 

დოკუმენტის თანახმად, ოჯახში შემოსავლის წყარო მხოლოდ მას გააჩნია, რომლის საერთო წლიურმა შემოსავალმა გასულ წელს 36 500 ლარი შეადგინა.

Read 867 times Last modified on ოთხშაბათი, 27 მარტი 2019 13:02