Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 25 მარტი 2019 20:11

გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად მალხაზ ლალებაშვილი დაინიშნა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად მალხაზ ლალებაშვილი დაინიშნა.

მერიამ ის ამ პოსტზე ღია კონკურსის გზით შეარჩია.

ეს პოსტი კი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ ჯალაღანიამ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.  

მალხაზ ლალებაშვილი მანამდე გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თანაშემწე იყო. წლების წინ კი, არქიტექტურის სამსახურში მუშაობდა.

Read 1500 times Last modified on ორშაბათი, 25 მარტი 2019 20:54