Back to Top
სამშაბათი, 26 მარტი 2019 10:42

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა ჯარისკაცების სასწავლო ცენტრი ტექნიკურად აღჭურვა

Rate this item
(0 votes)

"ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ სასწავლო ცენტრის მოდერნიზაციისა და მატერიალურ - ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა", - ამის შესახებ დე ფაქტო უწყების პრესსამსახური იუწყება.

როგორც დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სასროლეთის მოწყობას და სამხედრო ობიექტების ტექნიკურ აღჭურვას.

სასწავლო ცენტრში განკუთვნილია მებრძოლების ინდივინდუალური მომზადებისთვის.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ მატერიალური და ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე მუშაობას წლის ბოლომდე გააგრძელებენ.

Read 925 times