ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია - დევნილი ოჯახი საცხოვრებლად ნათესავთან გადავიდა

მარტი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში დამწვარი კოტეჯი სოფელ ქსუისიდან დევნილ ტოლიაშვილების ოჯახს ეკუთვნის.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. შედეგად კი, ორი ოთახი დაიწვა. 

პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი დავით ტოლიაშვილს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. გუშინ კი ცეცხლის გაჩენის მომენტში, არცერთი მათგანი სახლში არ იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, ისინი დროებით საცხოვრებლად ნათესავის კოტეჯში გადავიდნენ, 

"კოტეჯში შესასვლელი, წინა ორი ოთახია დამწვარი, სავარაუდოდ ცეცხლი ელექტრო ენერგიიდან, მოკლე ჩართვის შედეგად, გაჩნდა. ამ ეტაპზე ფაქტიურად იქ აღარ იცხოვრება, ოჯახს ყურადღება და დახმარება ესაჭიროება", - ამბობენ დაზარალებულის მეზობლები.

ამავე თემაზე: ხურვალეთის დასახლებაში კოტეჯი დაიწვა

Read 539 times Last modified on Last modified on მარტი 26 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი