ჩუტყვავილა - საფრთხე, რომლის პრევენცია საქართველოში არ ხდება

თებერვალი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

ჩუტყვავილის მძიმე ფორმის შედეგად, თბილისში ბავშვი გარდაიცვალა. დადგება თუ არა დღის წესრიგში, ჩუტყვავილას წინააღმდეგ იმუნიზაციის საკითხი, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს. როგორ იცავენ მშობლები საკუთარ პატარებს ინფექციებისგან და რას ფიქრობენ მედისკოსები  - ამ თემაზე რადიო "მოზაიკა" გორელ მშობლებსა და ექიმებს ესაუბრა.

მაიკო ოქროპირიძე ერთ-ერთია იმ მშობლებს შორის, ვინც საკუთარ პატარებს გეგმიურ აცრას ყოველთვის დროულად უტარებს. ორი შვილის დედა მიიჩნევს, რომ იმუნიზაციის საშუალებით, მისი ბავშვები ინფექციური დაავადებებისგან დაცულები იქნებიან. 

ინფექციებისგან ბავშვის ორგანიზმის დასაცავად, ვაქცინაციის დროულად ჩატარების მომხრეა მარიამ გიგაშვილიც. მისი პატარა 2 წლისაა და არასასურველი შედეგების თვიდან აცილების მიზნით, ასაცრელად სამედიცინო ცენტრში ყოველთვის გეგმის მიხედვით მიჰყავს.

გორის პირობებში, იმუნიზაციის კაბინეტი "გორმედის" ბავშთა განყოფილებაში ფუნქციონირებს. კაბინეტი აღჭურვილია სათანადო მედიკამენტებით, ამცრელი პერსონალი კი სპეციალურადაა გადამზადებული. ვაქცინაცია უფასოა. პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. 

იმუნიზაციის აუცილებლობაზე აქცენტს აკეთებენ პედიატრებიც. ისინი მშობლებს მოუწოდებენ, აცრა არ გადადონ და ბავშვების იმუნური სისტების გასაძლიერებლად სპეციალისტებს დროულად მიმართონ.

 

 

აცრების საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დედაქალაქის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავილას ინფექციით გარდაიცვალა. მედიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს გეგმიური აცრის კალენდარში, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციის პრაქტიკა არ არსებობს, რაც ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის.

საკითხზე განმარტებას გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც აკეთებენ. მარი გიუნაშვილის აზრით, ჩუტყვავილა რთული მახასიათებლების მქონე ინფექციებს არ მიეკუთვნება და გეგმიური აცრის ეროვნულ კალენდარში სწორედ ამ მიზეზით არ შეაქვთ.

ექიმები აცხადებენ, რომ აცრების შემთხვევაში, ბავშვი ინფექციისგან დაცული 100 %-ით არ არის, თუმცა, მისი ორაგანიზმი ბევრად ბრძოლისუნარიანია.

რაც შეეხება ჩუტყვავილას, მედიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია ამ შემთხვევაშიც საჭიროა. დადგება თუ არა დღის წესრიგში, ჩუტყვავილას წინააღმდეგ იმუნიზაციის საკითხი, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულ კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს.

Read 2048 times Last modified on Last modified on თებერვალი 20 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი