18 000 ლარიანი სესხი და ნაჩუქარი ობიექტები - რა ქონებას ფლობს გორის ვიცე-მერი

მარტი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

28 წლის ერასტი ელიჯარაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია წელს პირველად შეავსო.

მერის პირველი მოადგილე გორში, სტურუას 10-ნომერში უძრავი ქონების 67%-იან წილს ფლობს. აღნიშნულ მისამართზე სხვადასხვა მოცულობის ფართი ჩუქებით მას 2011 წელს გადაეცა. ამავე პერიოდში, მან სოფელ რეხაში 8 000 დოლარად მიწის ნაკვეთი ( 3458 კვ.მ ) და საცხოვრებელი სახლი (70 კვ.მ) შეიძინა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მერის პირველ მოადგილეს ანგარიში 4 ბანკში აქვს გახსნილი. მათ შორის ერთ-ერთში 900-ლარიანი საკრედიტო ბარათის მფლობელიცაა.

რაც შეეხება სასესხო ვალდებულებებს, ერასტი ელიჯარაშვილი 2018 წლის ივნისში სამომხმარებლო სესხი 13 010 ლარი აქვს აღებული, საიდანაც გასული წლის განმავლობაში 3396 ლარი დაფარა. ბიზნეს სესხი კი 5000 ლარის ოდენობით 2018 წლის აგვისტოშუი აიღო, აქედან 1 200 ლარი წლის ბოლომდე გადაიხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სესხი ბიზნესისთვის აიღო, დოკუმენტში მისი მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში არ ფიქსირდება.

ერასტი ელიჯარაშვილი გორის მერის პირველ მოადგილედ მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. მან ეს თანამდებობა ყოფილი ვიცე-მერის გელა კაპანაძის გათავისუფლების შემდეგ დაიკავა.

Read 678 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი