ახალი სკოლის მოდელი გორის მე - 2 და მე - 9 საჯარო სკოლებში ამუშავდა

მარტი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის 26 მარტიდან სსიპ ქალაქ გორის N2 საჯარო სკოლასა და სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის N9 საჯარო სკოლებში ამუშავდა.

გორის ეს ორი სკოლა 50 საპილოტე სკოლას შორის მოხვდა. შემოდგომიდან ეს მოდელი კიდევ 100 სკოლას მოიცავს და ეტაპობრივად, მთელი საქართველოს საჯარო სკოლების მასშტაბით დაინერგება.

„ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს.

ამავე თემაზე: "ახალი სკოლის მოდელი" გორში სექტემბრიდან განხორციელდება

მხარდამჭერი ჯგუფების მთავარი ამოცანაა, დაეხმარონ სკოლებს სასკოლო კლიმატისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. მხარდამჭერი ჯგუფები I-IV კლასების პედაგოგებთან სკოლის ბაზაზე ქოუჩინგის პრინციპით იმუშავებენ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა;
  • სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება;
  • ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში.

მხარდამჭერის ჯგუფების წევრების ტრენინგებს უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტები და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერები.

Read 407 times Last modified on Last modified on მარტი 27 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი