გორის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციას აღსაზრდელთა მშობლები ელექტრონულად შეძლებენ

მარტი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მალე ახალი ვებ-გვერდი ექნება, რომლის საშუალებით აღსაზრდელთა რეგისტრაცია ელექტონულად მოხდება, - ამ ინიციატივის შესახებ რადიო "მოზაიკას" სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ესაუბრა.

ლია კოვზიაშვილი ფიქრობს, რომ იდეის განხორციელების საშუალება მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ამ დროისთვის სააგენტო საჭირო მასალების შეგროვებასა და საიტის დიზაინზე მუშაობს. 

"გვაქვს სურვილი, რომ მაისიდან უკვე ავამოქმედოთ ჩვენი სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღში ჩარიცხვის მსურველმა აღსაზრდელის მშობელმა რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში გაიაროს. დღევანდელ ეპოქაში ვფიქრობთ ეს საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება, რადგან გასული წლის პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ აღსაზრდელთა რაოდენობამ გარკვეული სახის ქაოსური ვითარება გამოიწვია. ვებ.გვერდის ამოქმედებით კი მსგავსი სახის პრობლემები აღარ იარსებებს. გარდა ამისა, იმ სიახლეებს, რასაც ახლა სოციალურ ქსელში ვავრცელებთ, მომხმარებელს საშუალება პირდაპირ ჩვენი ვებ.გვერდიდან შეიტყოს", - განმარტავს ლია კოვზიაშვილი.

Read 1245 times Last modified on Last modified on მარტი 27 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი